ბლოკჩეინზე დაფუძნებული სასტუმროების დაჯავშნის პლატფორმა Tripio, რომელიც ასევე სახელით Crypto Airbnb-ი არის ცნობილი, საკუთარ მომხმარებელს სასტუმროს 450 000 ნომრის და საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურის BNB ტოკენებით გადახდის შესაძლებლობას აძლევს.
გუშინ Binance-მ საკუთარი მომხმარებლისთვის ახალი სერვისი აამოქმედა. ამიერიდან, Binance-ს აქტიურ მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სასტუმროს ნომრის დაჯავშნისას, Tripio-ს ერთიან პლატფორმაზე გადახდის ძირითადი საშუალების სახით Binance Coin-ის (BNB) გამოყენება შეუძლია.
Tripio ბლოკჩეინზე დაფუძნებული და მოგზაურობების დაჯავშნაზე ორიენტირებული პირველი პლატფორმაა. კომპანია სასტუმროების დასაჯავშნად ტურისტულ სერვის-პლატფორმას აქტიურად ანვითარებს. თავად პლატფორმა სმარტ-კონტაქტებს Ethereum ეფუძნება, რომელიც მატარებლების მართვის სერვისისთვის გამოიყენება.
ტურისტულ ოპერატორთან თანამშრომლობისგან სარგებელს რეიტინგული კრიპტოპლატფორმაც ნახულობს.
ბოლო დროის განმავლობაში Binance-ი აქტიურად ვითარდება. კომპანია ახალ ბაზრებს იპყრობს და BNB-ს ფიატურ ვალუტებთან კონკურენციის თაობაზე ჩანპენ ჩჟაოს განცხადების გამყარებას ინტენსიურად ცდილობს. შემოდგომის თვეების განმავლობაში Binance-მ აამოქმედა კრიპტოვალუტების ობიექტური რეიტინგი Info 2.0, დანერგა ახალი პროდუქტი Chainalysis KYT და სტებლკოინების ახალი ერთიანი ბაზრის შექმნა დააანონსა.
ასევე წაიკითხეთ
Coinbase-ს საქველმოქმედო აქცია მკაცრ კრიტიკას დაექვემდებარა
ვენესუელა ყოველგვარი რეკორდების მოხსნას აგრძელებს, ეხება ეს ინფლაციას თუ ნაყიდი ВТС-ის რაოდენობას. თუმცა, ვენესუელაში ბირჟა Coinbase-ის კრიპტოვალუტა Zcash-ის დარიგებამ მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია.
OKEx-მა თავის მომხმარებელი კიდევ ერთხელ გააცურა
ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტის გამცვლელმა პუნქტმა თავისი კლიენტების ორდერები გაუფრთხილებლად იმ მომენტში გააუქმა, როდესაც აქტივების ფასები დაეცა. ამის გამო პლატფორმის მომხმარებლებმა თავისი სახსრები დაკარგეს. საუბარია $135 მლნ. ღირებულების Bitcoin Cash-ის ფიუჩერსებზე. გამცვლელი პუნქტის წარმომადგნელებმა ასეთი გადაწყვეტილება Bitcoin Cash-ის ორად გაყოფის პროცესის გამო მიიღეს.