ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოს Nikkei-ს ცნობით, იაპონიის ფინანსური მომსახურეობის სააგენტო (FSA) კრიპტოვალუტური ბირჟა Coincheck-ისთვის ლიცენზიის გაცემას აპირებს.
ჰაკერულ შეტევამდე Coincheck-ი იაპონიის უმსხვილეს ბირჟად ითვლებოდა. შეტევამ, რომლის შედეგად Coincheck-ი 58 მილიარდ იენით (511 მილიონი აშშ დოლარი) დაზარალდა, ვაჭრობის შეწყვეტა აიძულა. ბირჟამ თავის კლიენტებს, ბაზრის დაცემის წინ, აქტივების გაყიდვის საშუალება არ მისცა.
FSA თვლის, რომ მას შემდეგ, რაც ბირჟა ონლაინ-ბროკერმა Monex Group-მა შეისყიდა, კომპანიამ კლიენტების ინტერესებზე ზრუნვის და სისტემების უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა გააუმჯობესა.
2017 წელს იაპონიამ გადახდის საშუალებების შესახებ კანონს გადახედა, რათა კლიენტთა ინტერესები დაეცვა და ფულის გათეთრება აეცილებინა თავიდან. ასევე, მთავრობამ კრიპტოვალუტური ბირჟების ლიცენზირების სისტემას გადახედა. Coincheck-ს ლიცენზიის მიღებამდე დროებით ვაჭრობა უკვე ნებადართული ჰქონდა.
გატეხვის შემდეგ, FSA-მ ბირჟას რეკომენდაციები ორჯერ გაუგზავნა, სადაც ბიზნეს-ოპერაციების, მომხმარებლების დაცვის სისტემის და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პოლიტიკის გაუმჯობესებას ურჩევს.
ამ მომენტისათვის Coincheck-ი იმ კრიპტოვალუტებს განიხილავს, რომლებსაც თავის ლისტინგში დაუშვებს. კრიპტოვალუტური ბაზრის დაცემის შემდეგ, Coincheck-მა თავის კლიენტებს, კომპენსაციის სახით, 46 მილიარდი იენი გადაუხადა.
FSA-ს მხრიდან Coincheck-თვის ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილება, სხვა ასობით კომპანიისთვის ლიცენზიების გაცემის პროცესს მისცემს იმპულსს, რომლებიც მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ამიტომ, FSA თავის გადაწყვეტილებას კარგად აწონ-დაწონის და Coincheck-ის ბიზნეს-გეგმებს, ჰაკერული შეტევების და სხვა სახის თაღლითობის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს ყურადღებით შეისწავლის.
მასალების მიხედვით asia.nikkei.com
ასევე წაიკითხეთ
Huobi-მ Bitcoin Cash АВС რეალურ ფორკად აღიარა
გასულ კვირას ჩატარებული ჰარდფორკის Bitcoin Cash (ВСН) შემდეგ, ძნელი იყო იმის განსაზღვრა თუ რომელი ფორკი დაიკავებს დომინანტის პოზიციებს. მსხივლმა ბირჟებმა შეწყვიტეს Bitcoin Cash-ით ვაჭრობა სანამ სპეციალისტები არ დადებენ სათანადო დასკვნას. მოლოდინის რეჟიმში მყოფებმა ВСН-ი ორ ახალ აქტივად გაყვეს.
ბირჟა Poloniex-ი შეღავათიან ტრეიდინგს USDC ახანგრძლივებს
როგორც ადრე ვწერდით, სტაბილური მონეტების ომში ბირჟა Poloniex-ი მონაწილეობა ცალსახაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბირჟამ მიიღო გადაწყვეტილება მის პლატფორმაზე ტოკენის USDC გამოყენებისთვის საფასური არ მიიღოს. ნოემბერში USDC ვაჭრობა ყოველგვარი საკომისიოს გარეშე მიმდინარეობდა. ბირჟის მონაცემებით, დაურიცხავი საკომისიოს ჯამურმა ღირებულებამ 500 000 აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.