თუ ტესტირება წარმატებით დასრულდა, სამხრეთ კორეაში ბლოკჩეინ-არჩევნების ქლაუდ სისტემა გაეშვება. The Korea Times-ის ინფორმაციით, სისტემის შექმნის პროცესი დეკემბერში დასრულდება. ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ და ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მეცნიერების სამინისტრომ უსაფრთხო ონლაინ ხმის მიცემის სისტემა ერთობლივად შექმნეს.
ხმების გაყალბების თავიდან აცილების გარდა, მოისაზრება, რომ ბლოკჩეინ არჩევნები კანდიდატებსა და ამომრჩევლებს მონაცემებისადმი წვდომის საშუალებას მიცემს. ტესტირების შემდეგ, დადებითი შედეგის შემთხვევაში, სამინისტრო და საარჩევნო კომისია სისტემის, სახელწოდებით K-Voting, ინტეგრირებას მოახდენს. აღნიშნული სისტემის გამოყენება ყველა ტიპის არჩევნებში იგეგემება.
2017 წლის მარტში სამხრეთ კორეამ არჩევნებში ბლოკჩეინ სისტემა ერთხელ უკვე გამოიყენა. პროვინცია კიონგიდოში მოსახლეობამ გადაწყვიტა, თუ რომელ მუნიციპალურ პროექტებზე გამოიყოს საბიუჯეტო თანხები. არჩევნებში დაახლოებით 9000 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
მაშინვე ეს სისტემა ჩინოვნიკების მხრიდან რევოლუციურად შეფასდა და მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოყენება უწინასწარმეტყველეს.
გარდა ამისა, ბლოკჩეინ ხმის მიცემა აპრილში აშშ-ს შტატ ვირჯინიაშიც გამოიყენეს. ონლაინ ხმის მიცემა საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი.
თუმცა, ამ სისტემას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ისინი თვლიან, რომ ონლაინ ხმის მიცემის დროს ამომრჩევლის მოსყიდვა უფრო მარტივია. საარჩევნო ჯიხურებში კი უფრო მარტივად არის საქმე, რადგან მხოლოდ ამომრჩეველმა იცის, თუ რომელ კანდიდატს უჭერს მხარს.
მასალების მიხედვით ccn.com
ასევე წაიკითხეთ
პირველად ისტორიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპერიმენტალურ blockchain-პლატფორმის გამოყენებით არჩევნები ჩატარდა
დასავლეთ ვირჯინიაში ექსპერიმენტალური არჩევნები blockchain-პლატფორმაზე დაყრდნობით ჩატარდა. ამ შტატის ამომრჩევლები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ხმის მიცემის პროცედურა მობილური მოწყობილობების მეშვეობით გაირეს. პირველად ისტორიაში, სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ საპილოტო პროქტში სმრტფონები, სახის ამოცნობის ტექნოლოგია და blockchain-ტექნოლოგიები ერთდროულად იყო გამოყენებული, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ მოსახლეობამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლოს.
Swiss Post-ი და Swisscom-ი ბლოკჩეინ აპლიკაციებისთვის ინფრასტრუქტურას შექმნიან
საფოსტო სამსახური Swiss Post-ი და სატელეკომუნიკაციო ფირმა Swisscom-ი შვეიცარიაში, ბლოკჩეინ აპლიკაციებისთვის უსაფრთხო და საიმედო ინფრატრუქტურის შექმნისთვის გაერთიანდნენ. ორივე კომპანია ქსელს საკუთარი სერვისების მართვისთვის და სამომავლო აპლიკაციების შექმნისთვის გამოიყენებს.