ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის ბიტკოინის საკითხებში დამოუკიდებელმა მრჩეველმა პიერ რიჩარდმა, საკუთარ ტვიტერში განაცხადა, რომ Microsoft-სთვის სპეციალური პლაგინი შეიმუშავა, რომელიც მომხმარებელს ბიტკოინის გაგზავნის საშუალებას პირდაპირ ელექტრონული ცხრილების პროგრამიდან მისცემს.
რიჩარდის თქმით, რომელსაც უფროს ბუღაალტერად და ინჟინერ-პროგრამისტად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მისი პროგრამა სახელად Neutrino, LN-ის ბაზაზე შექმნილი პროგრამული გადაწყვეტილებაა. მისი მტკიცებით Lightning-ის ქსელში პროგრამა Exсel-ის გამოყენებით გადარიცხვების შესრულება მაუსის რამდენიმე დაწკაპუნებით შეიძლება.
Cryptoglobe-ის ინფორმაციის თანახმად, Shitcoin.com-ის გენერალური დირექტორის ანდრიას ბრეკენის განმარტებით Lightning Network-თან მუშაობის დროს მან ბევრი გაუმართაობა და სისტემაში არსებული ხარვეზი აღმოაჩინა. ტრანზაქციების შესრულებისას ბევრი შეფერხების გამო მან, LN-ი კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია და დასძნა, რომ ქსელის კოდური ბაზა ბევრ შეცდომას შეიცავს.
მიუხედავად ამისა სამომავლოდ LN-ის ევოლუციის და მისი გაუმჯობესების გათვალისწინებით, პროგრამა შეძლებს ბიტკოინის მასშტაბირების პრობლემის მოგვარებას. ამავდროულად ახალი პლაგინის მიმართ პოზიტიური განწყობის მიუხედავად, რიჩარდი აღიარებს, რომ მოცემულ ეტაპზე პროექტი ჯერ კიდევ შემუშავების და დახვეწის სტადიაზე იმყოფება.
მისი თქმით Exсel-ის გაფართოება ყოველთვის არ იქნება მოსახერხებელი, ვინაიდან პროგრამა მხოლოდ „ინდივივუალურ მომხმარებელზეა“ გათვლილი. შესაბამისად მის გამოყენებას მხოლოდ Exсel-ის გამოცდილი მცოდნეები შეძლებენ. ავტორის თქმით, პროგრამული უზრუნველყოფის საჯარო ჩვენება თვის ბოლოს გაიართება.
მასალების მიხედვით https://www.cryptoglobe.com
ასევე წაიკითხეთ
მხოლოდ სატოში ნაკომოტოს აქვს ბულგარეთზე მეტი ბიტკოინი
ყველა ფიქრობს, რომ სატოში ნაკომოტოს ბევრი ბიტკოინი აქვს, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ისინი ძალიან ბევრი შეიძლება ბულგარეთის მთავრობასაც ჰქონდეს
ჩინეთში სოციალური საკრედიტო რეიტინგის დასანერგად ემზადებიან
სოციალური საკრედიტო რეიტინგი, რომელიც არა მხოლოდ იმაზე მოქმედებს, თუ როგორ გექცევიან სხვა ადამიანები, არამედ იმაზეც, რომელ სერვისებთან გაქვთ წვდომა - ზედმეტად გაზვიადებულია, არა? ჩინეთისთვის, რომელიც უტოპიურ იდეას რეალობად აქცევს, ასე არაა.