2022 წლის 31 მაისისთვის Monero-ს მიმოქცევაში 18.4 XMR-ი ექნება. პროექტმა მაინინგით ამ თანხის 90%-ზე მეტი მოიპოვა.
MoneroBlock.info-ს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის კომპანიას მიმოქცევაში დაახლოებით 16.6 XMR მონეტა აქვს გამოშვებული .
ახლა პროექტი ემისიის სხვა ფორმაზე -“tail emission”-ზე გადავა. შემმუშავებლების განცხადებების მიხედვით, მაინერები ბლოკში 0.6 XMR მუდმივ ანაზღაურებას მიიღებენ, რაც საერთო უსაფრთხოების გაძლიერებას და Monero-ს ბლოკჩეინის მთლიანობას მოხმარდება.
"მაინერებს მაინინგისთვის სტიმული სჭირდებათ. კონკურენცია მაინერებს შორის ბლოკების დინამიური ზომების გამო, საკომისიო მოსაკრებლების შემცირებას გამოიწვევს",- განმარტავს Moneropedia.
ისევე როგორც Bitcoin-ი, Monero მაინინგის მეშვეობით XMR ტოკენების წინადადებას ზღუდავს. მოცემული მომენტისთვის პროექტი ბლოკისთვის 3.41 XMR ჯილდოს აწესებს და პროგრამა მას ყოველ მოპოვებულ ბლოკთან ერთად ავტომატურად ზღუდავს მანამდე, სანამ ჯილდო 0.6 XMR-მდე არ დაეცემა.
2040 წლისთვის ბიტკოინის ქსელში მონეტების 99.8% იქნება, დანარჩენი 0.2%-ის მოპოვებაზე კიდევ 100 წელი იქნება საჭირო. ამგვარად, მაინერები მოგებას მხოლოდ შიდაქსელურ ტრანზაქციებში მიიღებენ, და თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, მაინერები მუშაობის გაგრძელებაში ნაკლებად იქნებიან დაინტერესებულები.
მაინერების სიმცირის გამო ბიტკოინის ბლოკჩეინი კიდევ უფრო ნაკლებად უსაფრთხო გახდება, ვიდრე დღეს არის. მაინერები იცავენ მას გატეხვისა და ფალსიფიკაციისგან.
Monero სხვა მხრივ, მუდმივ მიწოდებას უზრუნველყოფს იმისთვის, რომ მაინერების სტიმულირება მოახდინოს. ამ გეგმის შორსმჭვრეტელობა იმაზე მეტყველებს, რომ კრიპტოვალუტის შემმუშავებლებს დიდი ამბიციები გააჩნიათ.
მასალების მიხედვით www.ccn.com
ასევე წაიკითხეთ
ჩინელ მაინერებს ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყვიტეს
მაინინგის ფერმებსა და ჩინეთის სახელმწოფოს შორის ახლახანს ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ, რომლშიც მაინინგების მუშაობის ახალი წესებია გაწერილი, მაინერებზე ჰეშრეიტის 20 პროცენტიანი დანაკარგით აისახა.
ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი
ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.